07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ იანუკოვიჩთან კავშირების გამო პოსტი დატოვა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ პოსტი დატოვა. ამის შესახებ რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა წერილობითი განცხადება გააკეთა.

67 წლის პოლ მანაფორტი მედიის ყურადღების ცენტრში უკრაინის ექს პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან, კავშირების გამო მოექცა.

წლების წინ ის იანუკოვიჩის მთავრობას ლობირებდა შეერთებულ შტატებში და საკმაოდ დიდ ანაზღაურებასაც იღებდა. გავრცელებული ცნობით, მანაფორტს 2007-2012 წლებში არაოფიციალურად 12 მილიონი დოლარი გადაუხადეს. გარდა ამისა პოლ მანაფორტი კრემლთან დაახლოებულ პირადაც ითლება.

დღის ამბები