07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
რუსეთი ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო წვრთნას ატარებს

რუსეთი ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო წვრთნას ატარებს. მანევრები ერთდროულად, საზღვაო და სახმელეთო პოლიგონებზე მიმდინარეობს.

სამხედროები ტექნიკური აღჭურვილობის მომზადებაში, ძალების გადაჯგუფებასა და მედესანტეთა გადასხმაში ვარჯიშობენ.

წვრთნა ლოგისტიკური სწავლების ნაწილია, მომავალ თვეში კი ნახევარკუნძულზე კიდევ უფრო მასშტაბური მანევრები იგეგმება.

დღის ამბები