07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით წუხელ 49-ჯერ გახსნეს ცეცხლი

კვლავ დაძაბულია ვითარება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებშიც. პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით წუხელ 49-ჯერ გახსნეს ცეცხლი. აქედან 27-ჯერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დონეცკის რეგიონში დაირღვა.

ძირითადად დონეცკის გარეუბნები დაიბომბა. არის მსხვერპლიც.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. 

დღის ამბები