07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
თალიბებმა ავღანეთის კუნდუზის პროვინციაში სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონი დაიკავეს

თალიბებმა ავღანეთის კუნდუზის პროვინციაში სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონი დაიკავეს. მებრძოლებმა ჰანაბადის რაიონს რამდენიმე მიმართულებით შეუტიეს, რის გამოც სამთავრობო ძალები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისინი თალიბებს წინააღმდეგობას რამდენიმე საათი უწევდნენ, თუმცა დახმარება ვერ მიიღეს და საბოლოოდ საბრძოლო მასალა და ძალა აღარ ეყოთ.

ავღანეთის სამთავრობო ძალები დაჯგუფების წევრებს ქვეყნის 34 რეგიონიდან თითქმის ნახევარში ებრძვიან. რამდენიმე დღის წინ თალიბებმა კონტროლი მეზობელი ბაგლანის პროვინციის ერთ-ერთ რაიონზეც დაამყარეს.

დღის ამბები