07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ავღანელმა სამხედროებმა კუნდუზის პროვინციაზე კონტროლი აღადგინეს

ავღანელმა სამხედროებმა კუნდუზის პროვინციაში რამდენიმე რეგიონზე კონტროლი აღადგინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არმიამ ჰანაბადში თალიბების შეტევა მოიგერია და ტერორისტებს უკან დაახევინა.

სამხედროების ცნობით, ამ დროისთვის მთავარ ამოცანას ოლქის შტაბზე კონტროლის დაბრუნება წარმოადგენს, რომელიც ამ დრომდე თალიბების ხელშია.

კუნდუზის პროვინციას, რომელიც ავღანეთის სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, თალიბებმა რამდენიმე მიმართულებიდან გუშინ შეუტიეს და სამთავრობო ძალებს დაესხნენ თავს.

სამხედრო ოპერაციის დროს ათობით სამხედრო დაიღუპა.

დღის ამბები