07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ისევ ებრძვიან

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. სტიქიას ავიაციის დახმარებით ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ებრძვიან.

ცენტრალურ რეგიონში, არტა სიერას რაიონში ცეცხლმა უკვე 6 ათასამდე ჰექტარის ფართობი გაანადგურა, მათ შორის დამწვარია იშვიათი სახეობის ნარგავები. 15 ათასზე მეტი ჰექტარი ხანძარმა სამხრეთ კალიფორნიაში გაანადგურა. ბლუ ქათის რაიონში 350-მდე სახლი და შენობა-ნაგებობა დაიწვა.

ლოს ანჯელესის შემოგარენში ხანძრის გამო 80 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა სან-ბერნანდინოს რეგიონში მოახერხეს და ხანძრის ფართობი 40 პროცენტით შეამცირეს. 

დღის ამბები