07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
პოლონეთში ისტორიკოსები 1940 წელს დაკარგულ "ოქროს მატარებელს" ეძებენ

პოლონეთში განძთა მაძიებლებმა ნაცისტების მატარებლის ძებნის ოპერაცია დაიწყეს. საუბარია შემადგენლობაზე, რომელითაც გადმოცემის თანახმად, ნაცისტებს 1940 წელს ხალხისთვის ჩამორთმეული ქონება გადაჰქონდათ.

ისტორიკოსების ინფორმაციით, ჯავშან-შემადგენლობა გაუჩინარდა და დანიშნულების ადგილამდე არ ჩასულა. ვარაუდობენ, რომ ე.წ. "ოქროს მატარებელი " მიწისქვეშა გვირაბშია ჩარჩენილი, რომელიც პოლონეთის ქალაქ ვალ-ბრზინჩის ტერიტორიაზე გადის.

სპეციალისტებმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ გეო-რადარების საშუალებით მატარებელი აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად რეგიონში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.

ოპერაციაში პოლონელი და გერმანელი სპეციალისტები არიან ჩართულები.

დღის ამბები