07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ინდოეთში 42 წლის მამაკაცს ექიმებმა მუცლიდან 40 ცალი დანა ამოუღეს

ექიმებმა ინდოელ მამაკაცს კუჭიდან 40 ცალი დანა ამოუღეს. ოპერაცია ქალაქ გურდას-პურის კლინიკაში ჩატარდა.

42 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მუცლის არეში ძლიერი ტკივილებით და სისუსტის შეგრძნებით მიიყვანეს. ულტრაბგერითი კვლევის შედეგად ექიმებმა მის კუჭში მყარი მასები შენიშნეს, რის შემდეგაც პაციენტმა აღიარა, რომ ავარიის შემდეგ დანების გადაყლაპვის სურვილი ჰქონდა, რომელსაც ვერ აკონტროლებდა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების განცხადებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები