07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე დიდი შუშის ხიდი ჩინეთში აშენდა

ჩინეთის ღირშესანიშნაობებს კიდევ ერთი ხიდი შეემატა. მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი ჰუნანის ეროვნული პარკის გრანდ კანიონში გაიხსნა. ნაგებობის სიგრძე 430 მეტრია. ის სამ შრიანი გამჭვირვალე შუშის პანელებისგანაა აგებული.

ხიდის დასაპროექტებლად ჩინეთის ხელისუფლებამ ისრაელელი არქიტექტორი დაიქირავა. მშენებლობა დეკემბერში დასრულდა, თუმცა ექსპლუატაციაში ხიდი ხვალიდან შევა. ინჟინრების განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით ხიდზე გადასვლას დღეში მხოლოდ 8 ათასი ადამიანი შეძლებს.

პროექტის ღირებულებამ 3 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა.

 

დღის ამბები