07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ინდოეთში გადაუღებელ წვიმას და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთში გადაუღებელ წვიმას და წყალდიდობას  მსხვერპლი მოჰყვა. სტიქია ერთდროულად რამდენიმე შტატს დაატყდა თავს და ნალექის რეკორდული რაოდენობაც დაფიქსირდა. სამ დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა დასახლებები, წყლის ძლიერმა ნაკადმა სახლები დაანგრია და მანქანები გაიტაცა.

მაშველების ინფორმაციით, ამ დროისთვის 27 ადამიანია გარდაცვლილი, ათობით ადგილობრივი კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ოპერაციაში ქვეყნის შინაგანი ჯარია ჩართული.

დღის ამბები