07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
მიჩიგანის შტატს ტორნადოების სერიამ გადაუარა

მიჩიგანის შტატს ტორნადოების სერიამ გადაუარა. ყველაზე მეტად ქარბორბალამ ქალაქი ვან ბურენი დააზარალა. დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და შენობა-ნაგებობა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ტორნადომ ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაიტაცა.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებულ რაიონში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები