07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
თურქეთში ქორწილის დროს მომხდარ ტერაქტს ბოლო მონაცემებით 51 ადამიანი ემსხვერპლა, 67 კი დაშავდა

ბოლო ინფომრაციით, ტერორისტი თვითმკვლელი, რომელმაც ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა 14 წლამდე ასაკის მოზარდი ბიჭი იყო.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 51-ს მიაღწია, 67 დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა სირიასთან მოსაზღვრე, ქალაქ გაზიანტეპში გვიან ღამით მოხდა. იმ ადგილას, სადაც ეთნიკური ქურთები ქორწილს აღნიშნავდნენ, ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ცეკვის დროს აამოქმედა.

ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარში ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა. მომხდარი დაგმეს ნატო-სა და ევროკავშირში და თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადეს.

დღის ამბები