07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ტერაქტის დასაგმობად სტამბოლის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა

თურქეთის ქალაქ გაზიანთებში მომხდარი საზარელი ტერაქტის დასაგმობად ასობით ადამიანი გამოვიდა სტამბოლის ქუჩებში. აქციის მონაწილეებმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თურქეთის ხელისუფლებას დააკისრეს.

აფეთქება თურქეთის სამხრეთ რეგიონში შაბათს, ეთნიკური ქურთების საქორწილო დღესასწაულზე მოხდა. დაიღუპა 51 ადამიანი. 70-მდე დაშვებულია, მათგან ნაწილი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ოფიციალური ანკარას ინფორმაციით, თავდასხმის უკან ისლამური სახელმწიფო დგას და ის 14 წლამდე ასაკის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

დღის ამბები