07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
თურქეთში მომხდარ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

თურქეთში მომხდარ ტერაქტს ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები. გაეროს გენერალური მდივანმა პან გი მუნმა დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და საერთაშორისო კონტრ ტერორიზმის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მომხდარი დაგმეს თეთრ სახლშიც და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. თურქ ხალხს თანადგომა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც აღუთქვა.

საერთაშირისო ტერორიზმთან ბრძოლისთვის მზადყოფნა გამოთქვა ვლადიმერ პუტინმაც - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან საუბარისას გააკეთა.

ანალოგიური განცხადებები გააკეთეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ფედერიკა მოგერინიმ.

დღის ამბები