07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ტერაქტი სომალიში - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს სომალში. თვითმკვლელმა ტერორისტებმა ორ მანქანაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა სამთავრობო შენობების მახლობლად აამოქმედეს.

დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და პოლიციის თანამშრომლები არიან. თვითმხილველთა თქმით, ორ ძლიერ აფეთქებას სროლა მოჰყვა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ შაბაბმა უკვე აიღო.

დღის ამბები