07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ოსლოში საკონცერტო დარბაზის სახურავი ჩამოინგრა - დაშავებულია 15 ახალგაზრდა

15 ახალგაზრდა დაშავდა ოსლოში, საკონცერტო დარბაზის სახურავის ჩამონგრევის შედეგად.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტს ცნობილი ამერიკელი დიჯეი და კომპოზიტორი სტივ აოკი მართავდა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დარბაზში სულ 1800-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

სამართალდამცველები სახურავის ჩამონგრევის მიზეზებს სწავლობენ.

დღის ამბები