07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
დაძაბული ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთით

დაძაბული ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთით - სეპარატისტულ დონბასის რეგიონში
გასული ღამის განმავლობაში კვლავ სროლის ხმა ისმოდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში შინაგანი ჯარის პოზიციებს ცეცხლი დაახლოებით 30-ჯერ გაუხსნეს.

სამხედროების ცნობით, ბოევიკებმა მინსკის შეთანხმების ფარგლებში, აკრძალული მძიმე არტილერია სოფელ სლადკოეს რაიონში გამოიყენეს. სეპარატისტები ასევე ნაღმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევბიდან ისროდნენ.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები