07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
საფრანგეთის ავიაციამ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბა

საფრანგეთის ავიაციამ სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. ავიაგამანადგურებლებმა შეტევა ქალაქ რაქაზე განახორციელეს.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშების შედეგად, მათ მებრძოლების მართვის ცენტრი და იარაღის საწყობი გაანადგურეს. ოფიციალურმა პარიზმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა ნოემბრის ტერაქტების შემდეგ გააძლიერა.

საფრანგეთი ასევე პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ისლამისტების წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ დაწყებულ საერთაშორისო ოპერაციას შეუერთდა.

დღის ამბები