07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა 14 წლამდე მოზარდია

თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა 14 წლამდე მოზარდია. აფეთქებას, რომელიც ქალაქ გაზიანტეპში ქურთების ქორწილის დროს მოხდა, 51 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა ტერაქტის ორგანიზებაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა და კამიკაძის ასაკიც დაასახელა. ის 14 წლამდე მოზარდი იყო.

სტამბოლის ქუჩებში გაზიანტეპში მომხდარი აფეთქების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ისტაკლალის ქუჩაზე, სადაც მიტინგი ჩატარდა, მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ სამხედრო ოპერაციებით ხელისუფლება თავდასხმებს ვერ შეაჩერებს.

გაზიანტეპის ტერაქტი ბოლო პერიოდში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. მომხდარი დაგმო საერთაშორისო გაერთიანებამ და თურქეთის ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას დაპირდა. ტერაქტს ტრადიციული საკვირაო მესის დროს გამოეხმაურა რომის პაპი და დაღუპულებისთვის ილოცა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები