07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
თურქეთის არმია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციებს განაგრძობს

თურქეთის არმია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციებს განაგრძობს. ქალაქ ტუნჯელთან მომხდარი შეტაკების დროს ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, სამი პოლიციელი კი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

შეტაკებას ქალაქ ნაზიმიეს საგუშაგოსთან მსხვერპლი ქურთი სეპარატისტების მხრიდანაც მოყვა. მათ ერთი მებრძოლი ქალი დაკარგეს.

საბრძოლო მოქმედებების ზონაში 24 საათიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა. სამთავრობო ძალებმა ავიაციის დახმარებით ნაზიმიეს დასახლება ალყაში მოაქციეს.

დღის ამბები