07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ტაიფუნი იაპონიაში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. სტიქიამ ყველაზე მეტად ტოკიოს მიმდებარე რაიონები დააზარალა. ადგილობრივი მედია ორი დაღუპულისა და 10-მდე დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

შეფერხებულია შიდა ავიამიმოსვლა.

გადაუღებელი წვიმისა და ძლიერი ქარის გამო, ქვეყნის მასშტაბით 400-მდე რეისი გადაიდო. ხელისუფლებამ სტიქიის ზონის მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის შესახებაც გააფრთხილა.

დღის ამბები