07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
თურქეთი სირიის საზღვარის ISIS-ის წევრებისგან გაწმენდას აპირებს

თურქეთი სირიის სასაზღვრო ზოლის ისლამისტი მებრძოლებისგან გაწმენდას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მევლუტ ჩავუშოღლუს თქმით, ოფიციალური ანკარა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. სწორედ ამ დაჯგუფებას ადანაშაულებს თურქეთის ხელისუფლება გაზიანტეპში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში.

ქურთების ქორწილის დროს მოზარდმა აიფეთქა თავი და 53 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა არასრულწლოვანი იყო.

 

 

დღის ამბები