07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
მორიგი თავდასხმა ბრიუსელში - დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსში მგზავრებს დაესხა თავს

ბრიუსელში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიუხედავად, მორიგი თავდასხმა მოხდა.
დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსში მგზავრებს დაესხა თავს და 2 ადამიანი დაჭრა.

მოგვიანებით თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში აპირებდა მიმალვას, სადაც კიდევ ერთ პირს მიაყენა ჭრილობა. დამნაშავე დაკავებულია.

აქვს თუ არა კავშირი თავდამსხმელს ტერორისტულ საქმიანობასთან, ამ დროისთვის დაუდგენელია. პოლიცია არც დაკავებულის ფსიქიკურ აშლილობას გამორიცხავს.

დღის ამბები