07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
თურქეთის არტილერიამ სირიაში "ისლამური სახელმწიფოსა" ქურთ სეპარატისტთა პოზიციები დაბომბა

თურქეთის არტილერიამ სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსა და ქურთ სეპარატისტთა პოზიციები დაბომბა. იერიშები ქალაქ ჯერაბლუსსა და მანბიჯზე მიიტანეს.

ოფიციალური ანკარას განცხადებით, იერიში მიზნად ისახავდა სახმელეთო ოპერაციისთვის დერეფნის შექმნას. ამ დროისთვის ქალაქ გაზიანტეპში 1500 სირიელი მებრძოლი იმყოფება. ისინი თურქეთის მხარდაჭერით, ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო შეტევის დაწყებას აპირებენ.

თურქეთის ხელისუფლებამ სირიის სასაზღვრო რაიონების ტერორისტებისგან გაწმენდა გაზიანტეპში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გადაწყვიტა. აფეთქებას, რომელიც ქურთების ქორწილის დროს მოხდა, 54 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები