07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
აშშ მზად არის სირიაში საკუთარი სპეცდანიშნულების რაზმები და ოპოზიციური შენაერთები დაიცვას

შეერთებული შტატები მზადაა სირიაში საკუთარი სპეცდანიშნულების რაზმები და ოპოზიციური შენაერთები სამთავრობო და რუსეთის საჰაერო ძალების იერიშებისგან დაიცვას.

განცხადება ამის შესახებ პენტაგონის პრეს მდივანმა პიტერ კუკმა გააკეთა. მისი თქმით, თუკი სირიისა და რუსეთის ავიაცია შეერთებული შტატების ძალებს საშიშროებას შეუქმნის, ვაშინგტონს თავის დაცვის უფლება აქვს.

ამავდროულად, პიტერ კუკმა რუსეთთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, ხოლო ასადის ხელისუფლებას იმ ტერიტორიიდან თავის შორს დაჭერა ურჩია, სადაც კოალიციური ძალები სამხედრო ოპერაციებს ატარებენ.

დღის ამბები