09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
შვედური თვითმფრინავი რუსულ მოიერიშესთან შეჯახებას გადაურჩა

შვედური სამგზავრო თვითმფრინავი რუსულ მოეირიშესთან შეჯახებას შემთხვევით გადაურჩა. ინცინდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა. შვედეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი მგზავრებით სავსე ლაინერს იმდენად მიუახლოვდა, რომ შეჯახების საფრთხე შექმნა.

მისივე თქმით, რუსულ თვითმფრინავს გადამცემი ჰქონდა გამორთული, რის გამოც მისი დროულად დაფიქსრება რადარებს არ შეეძლოთ. ავიაკატასტროფა დისპეჩერებმა ბოლო წუთს აღკვეთეს, რომლებმაც ლაინერს კურსი შეაცვლევინეს. შვედეთის ბრალდებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უპასუხეს. უწყებაში დაადასტურეს, რომ სამხედრო თვითმფრინავი გეგმიურ ფრენას ასრულებდა, თუმცა აღნიშნეს, რომ ავიაკატასტროფის საფრთხე მას არ შეუქმნია.

დღის ამბები