09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
იაპონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იაპონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის ყველა რეგიონშია გახსნილი. სოციოლოგიური კვლევების თანახმად პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ისევ ლიბერალ–დემოკრატების პარტია მოიპოვებს, რომელსაც მოქმედი პრემიერი სინძო აბე ხელმძღვანელობს.

რიგგარეშე არჩევნები სწორედ პრემიერმა დანიშნა. მას შემდეგ რაც მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო ეკონომიკური რეფორმის გატარებაზე ვერ შეთანხმდნენ, აბემ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა. განხეთქილების მიზეზი კი ბოლო კვლევა გახდა, რომელმაც აჩვენა რომ იაპონიაში რეცესია მიმდინარეობს. 

დღის ამბები