07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ლატვიაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ლატვიაში ჩავიდა. აეროპორტში მას მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

ჯო ბაიდენი ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის საკითხს განიხილავს და ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვითაც გამოვა. შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ლატვიიდან თურქეთში გაემგზავრება.

ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი იქნება, რომელიც ანკარას არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ეწვევა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირის ფეტულა გიულენის ექსტრადირების საკითხი იქნება. თურქეთის ხელისუფლება ამბოხების ორგანიზებაში სწორედ გიულენს ადანაშაულებს.

დღის ამბები