07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
თურქეთი ავსტრიასთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს

თურქეთი ავსტრიასთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს. ოფიციალურმა ანკარამ ქვეყნიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ბოლო პერიოდში თურქეთსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა.

მიზეზი ქურთთა მუშათა პარტიის მხარდამჭერი აქცია გახდა, რომელიც ვენაში ჩატარდა. ეს მოძრაობა თურქეთის, ევროკავშირისა და შეერთებულ შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.

ავსტრიის ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს თურქეთის ხელისუფლებას, გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში დაწყებული მასობრივი საკადრო წმენდისა და დაკავებების გამო.

ავსტრიის კანცლერმა ევროკავშირს თურქეთის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების შეწყვტისკენაც მოუწოდა.

დღის ამბები