07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
გიუმრიში 7 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 

რუს ჯარისკაცს, რომელმაც გიუმრიში 7 ადამიანი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთში მდებარე რუსული 102-ე სამხედრო ბაზაზე გაიმართა. შესაძლოა პერმიაკოვმა სასჯელი რუსეთში მოიხადოს.

ერევანი და მოსკოვი პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. დანაშაული რუსმა ჯარისკაცმა 2015 წელს ჩაიდინა. ვალერი პერმიაკოვმა 12 იანვარს ბაზის ტერიტორია თვითნებურად დატოვა და გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი ჩაცხრილა.

6 თვის დაჭრილი ჩვილი კი ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პერმიაკოვი თურქეთის საზღვართან გაქცევის მცდელობისას დააკავეს, მან დანაშაული აღიარა.

მოკლულების ნათესავები რუსეთის ფედერაციისგან კომპენსაციის სახით 450 ათასი ევროს ითხოვენ იმ მოტივით, რომ ფსიქიური აშლილობის, მიუხედავად რუსეთის სამხედრო მეთაურობამ პერმიაკოვს იარაღის ტარების უფლება მისცა.

დღის ამბები