07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
შვედეთში აფეთქების შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა

შვედეთში აფეთქების შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ გეტერბორგში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ერთ-ერთი სახლის ფანჯარას ხელყუმბარა ესროლეს.

მოწყობილობა საძინებელში აფეთქდა, სადაც 8 წლის ბავშვს დედასთან და დასთან ერთად ეძინა. მისი ოჯახის წევრები მსუბუქად დაშავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული იუსუფ ვარსამეა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერად გეტერბორგში ინგლისიდან სტუმრად ჩავიდა.

მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას ეხებოდეს, რადგან ამ მისამართზე თავდასხმისთვის გასამართლებული პირი ცხოვრობდა.

 

დღის ამბები