ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბექა ბექაური სამართალდამცველებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ბრალდებული სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულა. უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურატურას შემთხვევის მყისიერ გამოძიებას სთხოვს.
“ბრალდებული განმარტებით იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას, კერძოდ შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან ბექა ბექაურის მტკიცებით მისი დაკავება განხორციელდა 20 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე და მიუხედავათ თავის ქალის ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, ღამის დაახლოებით 11:00 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.