07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - არიან დაღუპულები

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში - არის მსხვერპლი. 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის ეპიცენტრი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან მდებარეობდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი. არიან დაშავებულები. მიწისძვრამ ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერი ნგრევა გამოიწვია. ქალაქების ნაწილი ელექრტოენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიის საელჩოსთვის საქართველოს მოქალაქეებს მიწისძვრასთან დაკავშირებით არ მიუმართავთ.

დღის ამბები