07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და 30 დაშავებული - აფეთქება ტაილანდში

ერთი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა აფეთქებების შედეგად ტაილანდში. ზღვისპირა ქალაქ პატანიში, 2 მანქანაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის მხოლოდ ტაილანდის მოქალაქეები არიან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არავის აუღია.

დღის ამბები