07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში - ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში - ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან ძლიერი მიწისძვრა ღამის 3:30 საათისთვის მოხდა. 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა რამდენიმე ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ამ დროისთვის დადასტურებულია 6 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, თუმცა, არ არის გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. მიმდინარებს სამაშველო ოპერაცია.

ქალაქების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიწისძვრას მოგვიანებით რამდენიმე ძლიერი აფთერშოკიც მოჰყვა. ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

დღის ამბები