07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
რუსმა ჰაკერებმა The New York Times-ის კომპიუტერული სისტემა გატეხეს

რუსმა ჰაკერებმა The New York Times-ის კომპიუტერული სისტემა გატეხეს. CNN-ის ცნობით, კიბერ თავდასხმა ამერიკული გამოცემის მოსკოვის ბიუროზე განხორციელდა.

ინფორმაციას ტელეკომპანია ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც აცხადებენ, რომ კიბერ თავდასხმა არა მხოლოდ The New York Times-ის, არამედ სხვა საინფორმაციო საშუალებებზეც განხორციელდა.

მათივე მტკიცებით, შემსრულებლები ჰაკერები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვაზე მუშაობენ.

The New York Times-ში ეს ფაქტი დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ გამოცემის სერვერების გატეხვა ჰაკერებმა ვერ შეძლეს. მომხდარს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს.

დღის ამბები