07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, ძლიერ მიწისძვრას იტალიაში 37 ადამიანი ემსხვერპლა

6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რაიონში გამთენიისას, 3:35 საათზე მოხდა. ქალაქ ამატრიჩეში ბიძგებმა მეწყერიც გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გრუნტით დაიფარა. დაინგრა ქალაქამდე მისასვლელი გზებიც. 

სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულთა რიცხვი კი 150- აღწევს. ხელისუფლება მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავს. ყველაზე მეტი - 10 ადამიანი სოფელ პესკარა დელ ტრინტოში დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. მაშველებმა ნანგრევებიდა ორი ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს. ისინი სოფელში ბებიასთან დასავენებლად იყვნენ ჩასული და მიწისძვრის დროს საწოლის ქვეშ შეაფარეს თავი.

სტიქიის ეპიცენტრში მოყვა კიდევ ორი ქალაქი პოსტა და არკუატა დელ ტრონტო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა რომში. მიწისძვრა აქ 20 წამი გაგრძელდა. თუმცა, დედაქალაქში სტიქიას ნგრევა არ მოყოლია.

მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს ერთ-ერთმა პირველმა რომის პაპმა მიუსამძიმრა.

სამაშველო ჯგუფებს დაზარალებულ რეგიონებში ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდან აგზავნიან.

იტალია ევროპაში ყველაზე სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ამიტომ მიწისძვრები ხშირად ხდება.

ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი ბიძგების შემდეგ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში კიდევ 60 ბიძგი განმეორდა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები