07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
თურქეთმა სირიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ანკარამ ქალაქ ჯერა-ბლუსში მძიმე ტექნიკა შეიყვანა და შეტევისთვის ემზადება. მოსამზადებელი საარტილერიო იერიშების შემდეგ კი ქალაქში უკვე სახმელეთო ქვედანაყოფიც შევა.

სასაზღვრო ქალაქის დაბომბვა თურქეთმა არტილერიისა და საერთაშორისო კოალიციის დახმარებით დილის ხუთ საათზე დაიწყო. იერიშების სამიზნე ისლამური სახელმწიფოს პოზიციებია.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოპერაცია სახელწოდებით ეფრატის ფარი, არა მხოლოდ ISIS-ის, არამედ სირიელი ქურთების წინააღმდეგაც არის მიმართული, რომლებსაც ანკარა თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ერდოღანის თქმით, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე ამოცანა აქვთ, მთავარი კი სასაზღვრო ტერიტორიების ექსტრემისტებისგან გათავისუფლება და სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაა. 

დღის ამბები