07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ჯო ბაიდენი ანკარაში იმყოფება

სირიაში დაწყებული სახმელეთო ოპერაცია იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ანკარაში, სადაც ოფიციალური ვიზიტით ჯო ბაიდენი ჩავიდა.

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი თურქეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე იმსჯელებს.

ვაშინგტონმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა ნატოელ პარტნიორს და საჰაერო დახმარება შესთავაზა.

ჯო ბაიდენის ვიზიტისას კიდევ ერთი სასაუბრო თემა არშემდგარი სამხედრო გადატრიალება და ამბოხის მოწყობაში ეჭვმიტანილი ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხი გახდება.

დღის ამბები