07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ფხენიანმა იაპონიის ზღვაში მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ფხენიანმა იაპონიის ზღვაში მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, მეზობელმა ქვეყანამ რაკეტა წყალქვეშა ნავიდან გაუშვა. სეულში აცხადებენ, რომ ჩრდილო კორეულმა რაკეტამ 500 მეტრიანი დისტანცია დაფარა და ზღვაში ჩავარდა.

ფხენიანმა ბირთვული ექსპერიმენტი რეგიონში სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნების ფონზე ჩაატარა.

რაკეტის გაშვებამდე, ჩრდილო კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და ამ წვრთნების აკრძალვა მოითხოვა. ფხენიანში აცხადებენ, რომ მანევრების დროს ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამხედროები ფხენიანის ბირთვული და სტრატეგიული ობიექტების განადგურების სცენარზე მუშაობენ.

დღის ამბები