07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა

ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი გახდა. შიმშილის თამაშების ვარსკვლავმა ფორბსის მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგის პირველი პოზიცია დაიკავა.

გამოცემის ცნობით, ჯენიფერ ლოურენსის წლიურმა შემოსავალმა 46 მილიონი დოლარი შეადგინა. 33 მილიონი დოლარით რეიტინგში მეორე ადგილზე მელისა მაკკარტი მოხვდა, მესამე პოზიციას კი სკარლეტ იოჰანსონი იკავებს, რომლის წლიურმა შემოსავალმა ფორბსის გამოთვლებით, 25 მილიონი დოლარი შეადგინა. პირველ ხუთეულში მოხვდნენ ჯენიფერ ენისტონი 21 მილიონი დოლარით, ჩინელი ფან ბინბინი 17 მილიონით და შარლის ტერონი 16 ნახევარი მილიონი დოლარით. რეიტინგში წელს ვერ მოხვდნენ სანდრა ბულოკი, ანჯელინა ჯოლი და კამერონ დიაზი.

დღის ამბები