"მაიმუნი ვირიშვილი ეს,"- ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიაში მისულ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს, მანამდე კი მერმა მაგიდაზე ხელი რამდენჯერმე დაარტყა და ითხოვდა პასუხს, თუ ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც საუბრობდა და აღნიშნა, რომ მისთვის სიტყვის უფლება არ მიუცია.
ვითარება შეხვედრაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს ყაზბეგის გამზირზე ხეების უკანონოდ მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება. რაზეც თბილისის მერმა უარი განაცხადა.