07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
უკრაინელები ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავენ

უკრაინელები ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დღეს კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალმა ჩაიბარა.

პეტრო პოროშენკომ აღლუმზე შეკრებილ სამხედროებს და რიგით მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და არმიას განახლებული შეიარაღება აქვს. მისივე თქმით, უკრაინას საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა შეუძლია, თუმცა ისეთი ძლიერი მტრის პირობებში, როგორიც რუსეთია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ისევ სჭირდება.

დღის ამბები