09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
სერგეი ლავროვი ჯონ კერისგან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუიციის გამო განმარტებებს მოითხოვს

რამდენიმე საათში რომში სერგეი ლავროვისა და ჯონ კერის შეხვედრა დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა ახლო–აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა, შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდ დროს დაუთმობენ უკრაინის კრიზისზე საუბარს.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სერგეი ლავროვი ჯონ კერის განმარტებებს მოსთხოვს იმ ანტირუსულ რეზოლუციაზე, რომელიც სენატმა კიევის მხარდასაჭერად მიიღო. მოსკოვი უკმაყოფილოა, რომ კანონპროექტი უკრაინის სამხედრო დახმარებასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასაც ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები