07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ბოლო მონაცემებით იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში მედიკოსთა მობილიზაცია გამოცხადდა. სტიქიის ზონაში ხელისუფლება დამატებით სამაშველო და მოხალისეთა ჯგუფებს გზავნის. ბოლო მონაცემებით 73 ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში გამთენიისას მომხდარ მიწისძვრის შედეგად, თუმცა სავარაუდოდ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან ნანგრევებიდან ძირითადად გარდაცვლილები ამოჰყავთ.

მიწისძვრა დილის 3 საათსა და 36 წუთზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 6 მთელი 2 მეათედი მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრში მოყვა იტალიის სამი ცენტრალური რეგიონი -უმბრია, ლაციო და მარჩე. მასშტაბური ნგრევა სტიქიამ ძირითადად 4 ქალაქში გამოიწვია, მათ შორის ამატრიჩეშიც, სადაც მსხვერპლი საკმაოდ დიდია.

სახლებთან ერთად დაინგრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც, შუასაუკუნოვანი ეკლესია, რომელსაც სარესტავრაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. ნაწილობრივ ჩამოინგრა საავადმყოფოც. ექიმები იძულებული გახდნენ პაციენტები ქუჩაში გაეყვანათ.                          

ხელისუფლება მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები