07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა. რამდენიმე ათასი მაშველი და მოხალისე ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას
მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.

ოპერაციაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, ასევე სამხედროები. დაშავებულია 400-მდე ადამიანი. დაზარალებული ქალაქების მცხოვრებლებმა ღამე ღია ცის ქვეშ, კარვებში გაატარეს.

ქალაქ ამატრიჩეში იტალიის პრემიერმინისტრი ჩავიდა და სამძებრო სამუშაოებში ჩართულ მაშველებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

იტალიის ხელისუფლებამ დაზარალებულ რეგიონში მიმდინარე სამუშაოებისთვის 265 მილიონი ევრო გამოყო.

დღის ამბები