07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
თავდასხმა ქაბულში-გარდაცვლილია 10 ადამიანი

13 ადამიანი დაიღუპა ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად. 2 შეიარაღებული მამაკაცი უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და იქ მყოფ სტუდენტებსა და პერსონალს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.

ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. დაღუპულთა შორის 7 სტუდენტი და პოლიციის 6 თანამშრომელია.

10 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ორივე თავდამსხმელი მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

დღის ამბები