07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი უკრაინის რუსული იმპერიის ნაწილად ქცევაა

პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანი უკრაინის რუსული იმპერიის ნაწილად ქცევაა. განცხადება უკრაინის ლიდერმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ტელეკომპანია CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პოროშენკოს თქმით, რუსულმა აგრესიამ მთლიანად გაანადგურა პოსტ-საბჭოთა გლობალური უსაფრთხოების სისტემა, რის გამოც ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ამ დრომდე გრძელდება.

"მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: მსოფლიო ნაკლებად სტაბილური და ნაკლებად დაცული იყოს,"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

დღის ამბები