07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის არმიაში დაუგეგმავი შემოწმება დაიწყო

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის არმიაში დაუგეგმავი შემოწმება დაიწყო. დილიდან საბრძოლო მზადყოფნაში სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების ძალები, ასევე ჩრდილოეთის ფლოტი, საჰაერო-კოსმოსური და საჰაერო-სადესანტო ძალები მოიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაუგეგმავი სწავლების მიზანი, საფრთხის გაზრდის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების რუსეთის ინტერესების დასაცავად მომზადებაა.

სერგეი შოიგუს თქმითვე, მათ ასევე სურთ, შეამოწმონ რამდენად სწრაფად შეუძლიათ სამხედრო ძალებს სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით მობილიზება. საბრძოლო მზადყოფნაში რუსეთის არმია 31 აგვისტომდე დარჩება.

დღის ამბები