07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
მძიმე ტექნიკასთან ერთად, სირიაში თურქეთმა სპეცრაზმიც გაგზავნა

სირიის საზღვარი დღეს კიდევ 9 თურქულმა ტანკმა გადაკვეთა. მეორე დღეა კოალიციის ავიაციის დახმარებით, თურქეთი სირიაში სპეცოპერაციას ატარებს.

მისი მიზანი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან სასაზღვრო ზოლის გაწმენდაა.

მძიმე ტექნიკასთან ერთა, სირიაში თურქეთმა სპეც რაზმიც გაგზავნა. სამხედროები საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ISIS​-ის მებრძოლების მიერ დატოვებულ ნაღმებსაც ანადგურებენ.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ ჯერაბლუსიდან უკვე განდევნეს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები და დასახლებას ამ დროისთვის სირიელი ამბოხებულები, არაბები და თურქმენები აკონტროლებენ.

დღის ამბები